სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები

სასტუმრო მეტეხის ეზოში სარემონტო სამუშაოებისას 1 მუშა გარდაიცვალა, მეორე - დაშავდა

ქეთევან წამებულის გამზირზე, სასტუმრო მეტეხის ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს, ერთი მუშა გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ ერთი მუშა, რომელიც მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ამწე ამოყირავდა. სასტუმრო მეტეხის ეზოში სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს დეკო აწარმოებს.

თბილისის მერიის ცნობით, ზედამხედველობის სამსახური ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სამშენებლო ობიექტს შეისწავლის. შემთხვევის ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი იმყოფებოდა.

"აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და შესაბამისი სამსახურები შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ" - აცხადებს თბილისის მერია.

კომენტარები