დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

კადიროვი ზელენსკის: კლოუნადის დრო დასასრულს მიუახლოვდა

რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა Telegram-არხზე უკრაინელ ხალხს და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა. სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით კადიროვმა ზელენსკის მინსკის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა.

"ბატონო ზელენსკი! კლოუნადის დრო დასასრულს მიუახლოვდა. შემოუბრუნებელი შედეგების თავიდან არიდების მიზნით საკუთარი ერის წინაშე ვალის მოხდის დრო დადგა. ანუ დღეს როგორც არასდროს გაჩნდა მინსკის ხელშეკრულების შესრულების ვალდებულება, რომელზეც არამხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, არამედ უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერაც არის." - წერს კადიროვი.

ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, შეთანხმების შესრულება პირველი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია დაძაბულობის პოლიტიკური დარეგულირებისთვის.

".. სისხლისღვრის თავიდან არიდებისთვის და მშვიდობის დამყარებისთვის თქვენ, როგორც კონსტიტუციის, საკუთარი ხალხის და სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი, ვალდებული ხართ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენზეა დამოკიდებული. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და რუსეთის ერებს არ სურთ ომი, ჩვენ უშუალოდ ვიცით, ამ საშინელი სიტყვის მნიშვნელობა. იყავით კეთილგონიერი, ბატონო ზელენსკი!" - წერს ჩეჩნეთის ლიდერი.

კადიროვმა ასევე მიმართა უკრაინელ ხალხს და თქვა, რომ "უყვარს უკრაინა და მისი კეთილი ხალხი" და უკრაინელებს შეახსენა, რომ რუსები და უკრაინელები "ერთი სლავური ერი არიან, საერთო ისტორიით, კულტურით და რელიგიით".

"არასოდეს დავიჯერებ, რომ უკრაინელები თავს თვლიან ეგრეთ წოდებული "დასავლური სამყაროს" ნაწილად ყველა მისი გადაგვარებული "ფასეულობით" და რუსოფობული ისტერიით." - წერს კადიროვი.

წარსულში კადიროვი ამბობდა, რომ "უკრაინის პრობლემური საკითხის" გადაწყვეტა მისთვის რომ დაევალებინათ, ის პრობლემას დიდი ხნის წინ გადაჭრიდა და უკრაინას შემოიერთებდა. რუსეთის პრეზიდენტის ადგილზე კი დიდი პუტინის ადგილზე კი უკრაინის ასაღებად ჯარს გაგზავნიდა.

კომენტარები