კორონავირუსი საქართველოში

აზარაშვილი: იმაზე საუბარი, ანტივაქსერია თუ არა პრემიერმინისტრი, ვფიქრობ, არასწორია

რასაკვირველია, პრემიერმინისტრი ანტივაქსერი არ არის. შეუძლებელია, რომ იყოს, გამომდინარე იქედან, მას აქვს გაკეთებული ორი ვაქცინაცია, ის პირიქით, ძალიან აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში. ასევე იმ სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელზე ზევით ჩვენს თანამოქალაქეებზე გავაკეთეთ, 200-ლარიანი დანამატი, ასევე 100-ლარიანი ბუსტერდოზის შემთხვევაში.​აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, ანტივაქსერია თუ არა პრემიერი, ვფიქრობ, არასწორია.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური მონაცემების საპირისპიროდ ამტკიცებს, რომ ახალი კორონავირუსის შტამის, ომიკრონის შემთხვევაში "ვაქცინა უმეტესად არ მუშაობს". ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა და მაგალითად საკუთარი თავი მოიყვანა, რადგან აცრის მიუხედავად, მაინც დაინფიცირდა.

კომენტარები