მიწისძვრა

დმანისის მერი: ჩვენი მუნიციპალიტეტი ეპიცენტრი იყო, მაგრამ ნგრევა არსად ყოფილა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის კობა მურადაშვილის ინფორმაციით, სოფელ სამებაში მომხდარ 6.2 მაგნიტუდის მიწისძვრას მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნგრევა არ გამოუწვევია.

"ჯერჯერობით არსად არაფერი მომხდარა, მშვიდობაა, ჩვენი მუნიციპალიტეტი ეპიცენტრი კი იყო, მაგრამ ნგრევა არსად ყოფილა. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ გვაქვს", - უთხრა მურადაშვილმა ინტერპრესნიუსს.

თბილისის დროით 22:25 საათზე სოფელ სამებასთან 6.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. თავდაპირველი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5.8 მაგნიტუდა იყო.

კომენტარები