დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ხოშტარია უკრაინაზე: დღეს დუმილი არაა პასიურობა, დღეს დუმილი რუსეთის მხარეს ყოფნას ნიშნავს

ქართული ოცნების პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში ყველაზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. პირდაპირ არის დამოკიდებული ამაზე ჩვენი უსაფრთხოება, მომავალი და სუვერენიტეტი. დღეს დუმილი არ არის პასიურობა, დღეს დუმილი ნიშნავს რუსეთის მხარეს ყოფნას. აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და როდესაც ხაზგასმით ქართული ოცნება დუმს და დისტანცირდება პრაქტიკულად დასავლეთისგან, ეს მარტო გვტოვებს იმ საფრთხის წინაშე, რომელიც მოდის რუსეთისგან. 

TV პირველთან ამბობს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. 

კომენტარები