არ გადადო

საჭიროა სკოლებთან გამართული იყოს საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა – არ გადადოს აქცია

არ გადადო

სამოქალაქო ინიციატივა არ გადადოს ორგანიზებით ბათუმის მერიასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. ინიციატივა მიიჩნევს, რომ ქალაქის სკოლებთან საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის გამართვაა საჭირო, ამაზე პასუხისმგებლობა კი მერიას ეკისრება. ორგანიზატორებმა ბათუმის მერიის შენობაზე პროექტორით საგზაო უსაფრთხოების შესახებ მომზადებული ვიდეო გაუშვეს.

"ქალაქში ნამდვილადაა საჭიროება, რომ სკოლებთან გამართული იყოს საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აბსოლუტურად მერიის და ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობაა. ზუსტად ისინი არიან პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენს ქალაქში ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილი იყოს. აქცია-პერფორმანსით გვინდა, რომ მათი ყურადღება მივიპყროთ და კიდევ უფრო გაამახვილონ ყურადღება ამ პრობლემაზე". – თქვა ინიციატივა არ გადადოს ერთ-ერთმა წევრმა.

კომენტარები