ლელო

ბუაძე წულუკიანს: გასარკვევი ისაა, ეს ზიზღის შადრევანი როგორ არის კულტურის მინისტრი

გასარკვევი ის არის, ეს ზიზღის და სიძულვილის შადრევანი როგორ იკავებს კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას.

ისიც გასარკვევია, მისი და კალაძის ერთობლივი მეცადინეობის შედეგად როგორ მოხდა, რომ მკლავჭიდის ფედერაცია დღეს დისკვალიფიცირებულია ყველა საერთაშორისო ტურნირიდან და საქართველოში შარშან დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი როგორ ჩააგდეს.

ახლა რომ გაახსენდა სპორტის მინისტრობა და სახელი ლელო გაუკვირდა, იქნებ ვინმემ გალაკტიონის ლექსი წაუკითხოს ამ "კულტურულ დემენტორს".

უპასუხა ლელოს წევრმა, საბა ბუაძემ, კულტურის მინისტრის განცხადებას, რომ "გასარკვევია, ლელო, როგორც ბრენდი, რატომ არის პარტიის ლოგოზე, ამით უკმაყოფილო ვარ".

კომენტარები