პოლიტიკური კრიზისი

კობახიძე: ჩვენი პოლიტიკური პარტია შეიძლება ვიყოთ კმაყოფილი იმ შედეგებით, რომელიც გვაქვს

ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტია, შეიძლება, ვიყოთ კმაყოფილი იმ შედეგებით, რომელიც გვაქვს. საუბარია პოლიტიკური კუთხით პარტიის წარმატებაზე. შარშან ამ დროს იყო ე.წ. ხელოვნური, მაგრამ კრიზისი. ოპოზიცია პარლამენტში არ იყო წარმოდგენილი, ეს იყო მოცემულობა, რასაც სხვადასხვა სუბიექტი აფასებდა, როგორც პოლიტიკურ კრიზისს, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნაწილიც აფასებდა, როგორც პოლიტიკურ კრიზისს. რა თქმა უნდა, ამ ვითარებას სჭირდებოდა შეცვლა და დაძლევა, ჩვენ ეს შევძელით. 

არის სიმშვიდე, შარშან იყო განსხვავებული სურათი, როდესაც ჯერ კიდევ იყო გარკვეული რისკები იმისა, რომ რადიკალურ ოპოზიციას შეიძლებოდა აერია ვითარება. ამის პრაქტიკული შანსი ჯერ კიდევ ჰქონდათ, რაც დღეს აღარ აქვთ.  

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსთან ინტერვიუში. 

კომენტარები