Futurama

ათწლიანი პაუზის შემდეგ FUTURAMA-ს ახალი სეზონი გამოვა

Slash Film

ცნობილი ანიმაციური სერიალი Futurama ახალი სეზონით 2023 წელს დაბრუნდება. ინფორმაციას სტრიმინგის სერვისი Hulu ავრცელებს.

20 ახალი ეპიზოდისგან შემდგარი სეზონის პრემიერა 2023 წელს იგეგმება. ფუტურამას ამ დროისთვის ბოლო, მეშვიდე სეზონი 2013 წელს გამოვიდა.

ახალ სეზონზე იმუშავებენ შემქმნელები მეტ გროუნინგი და დევიდ სემუელ კოენი. პროექტს ასევე დაუბრუნდება ბენდერისა და კიდევ რამდენიმე მთავარი პერსონაჟის გამხმოვანებელი ჯონ დი მაჯიო.

ფუტურამას პირველი სეზონი 1999 წელს გამოვიდა. ოთხი სეზონის გამოსვლის შემდეგ სერიალი 2003 წელს შეწყდა. 2008 წელს ფანტასტიკური ანიმაცია განახლდა, შემქმნელებმა კიდევ სამი სეზონის გამოშვება მოასწრეს, დაბალი რეიტინგის გამო სერიალის წარმოება 2013 წელს შეწყდა.

კომენტარები