რუსეთი

ФСБ აფეთქებაზე ცნობების გავრცელებაზე დაკავებული ჯგუფის ლიდერად უკრაინის მოქალაქეს ასახელებს

ФСБ РФ / РИА Новости

 

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ინფორმაციით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დააკავეს 14 ადამიანი, რომლებიც აფეთქების საფრთხეზე ცრუ ინფორმაციის გაგზავნასთან არიან დაკავშირებული.

უწყების ცნობით, ყველა დაკავებული ტელეგრამის სხვადასხვა ჯგუფის წევრი იყო, სადაც მათი მოქმედებების კოორდინირება ხდებოდა. ჯგუფის ლიდერად ФСБ უკრაინის მოქალაქეს, ანტონ ოსიპჩკუს ასახელებს. უწყებას არ დაუზუსტებია, არის თუ არა დაკავებულებს შორის ოსიპჩუკი.

დაკავებულებს შორის საქმის გამოძიება ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის დესტაბილიზაციის მიზნით ტერორიზმის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების მუხლით მიმდინარეობს. ამ ბრალდებით მაქსიმალური სასჯელი კოლონიაში 8 წლიანი პატიმრობაა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთის მსხვილ ქალაქებში სკოლებში, მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში და სამთავრობო შენობების ასაფეთქებელი საშუალებების შესახებ შეტყობინებები იგზავნებოდა. ამ შეტყობინებების გამო საჭირო ხდებოდა შენობების ევაკუაცია.
 

კომენტარები