დიდი ბრიტანეთი

პატრიარქი ელისაბედ მეორეს ტახტზე ასვლის 70 წლისთავს ულოცავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ II-ს ტახტზე ასვლის 70 წლისთავს ულოცავს. 

"საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფო ტახტზე აბრძანების 70 წლისთავს.

თქვენი მმართველობის პერიოდი განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესია როგორც თქვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ისე სამეფო დინასტიათა ისტორიაში. გილოცავთ საიუბილეო თარიღს და გისურვებთ კვლავაც წარმატებულ მოღვაწეობას თქვენს მაღალ და ფრიად საპატიო მსახურებაში". – ვკითხულობთ პატრიარქის მილოცვაში.

6 თებერვალს ელისაბედ II-ის ტახტზე ასვლიდან 70 წელი გავიდა. დედოფალმა ტახტი 1952 წელს დაიკავა და იგი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე გრძელვადიანი მონარქია.

კომენტარები