კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პიკი არ გადაგვიგორებია, შესაძლებელია, ჰოსპიტალიზაციაზეც გაიზარდოს მოთხოვნა

პიკი არ გადაგვიგორებია. პიკური პერიოდი გრძელდება ქვეყანაში და მაღალი დადებითობის მაჩვენებელიც მიუთითებს, რომ ინფექციის, ვირუსის ცირკულაცია სერიოზულია. პიკის შესახებ უფრო ვიმსჯელებთ სამშაბათ-ოთხშაბათს, როგორი იქნება მონაცემები. ერთადერთი, ოდნავ დამამშვიდებელი არის ის, რომ დილის მონაცემებით რეპროდუქციის ინდექსი შემცირებულია. ჯერჯერობით, ინფექციის ცირკულაცია ძალიან სერიოზულია.

210 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, ჰოსპიტალიზაცია 3%-მდეა. ზეწოლა ჰოსპიტალებზე ძირითადად არ იზრდება. ზეწოლა არის ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე, ონლაინ კლინიკებზე, მაგრამ ჰოსპიტლებში 3 000-მდე თავისუფალი ადგილია და არ იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობა. მერყეობს 1 000-1 100 ფარგლებში

შესაძლებელია, გაიზარდოს მოთხოვნა ჰოსპიტალიზაციაზეც. ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სრულად მართვადია, იმართება როგორც ამბულატორიულ, ისე ჰოსპიტალურ დონეზე. სიკვდილიანობაც არ იზრდება, 30-ზე მეტია, მაგრამ არ არის 80-მდე, რაც გვქონდა. ამ მხრივაც სიტუაცია გაუმჯობესებისკენ მიდის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 52 362 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 17 531 პაციენტი. დღიური დადებითობა 36.47%-ია, ბოლო 7 დღის - 27%, ბოლო 14 დღის კი 30.65%.

კომენტარები