აშშ-საქართველო

დეგნანი: ვაკვირდებით, რამდენად არის მზად საქართველო სავიზო რეჟიმის შემსუბუქებისთვის

საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის თქმით, იმის შესაფასებლად რამდენად არის საქართველო მზად აშშ-სთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებისთვის, აშშ აკვირდება როგორ მიდის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პროგრამა. აშშ-ს ელჩმა ამ თემაზე ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.

დეგნანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ აფასებს მსხვერპლს, რომელიც საქართველომ გაიღო და იმ წვლილს, რომელიც შეიტანა ერთობლივ სამხედრო ოპერაციებში.

"სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომლებიც თითოეულმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. ჩვენ ვაკვირდებით იმას, თუ როგორ მიდის ევროკავშირთან არსებული უვიზო რეჟიმის პროგრამა. როგორც ინდიკატორს იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის საქართველო მზად, ჩვენი შემსუბუქებული სავიზო რეჟიმისთვის, რომელსაც მსგავსი მოთხოვნები აქვს. საქართველომ ეს ძალიან მკაცრი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს." – თქვა დეგნანმა.

კომენტარები