კაპიტოლიუმზე შტურმი

რესპუბლიკურმა პარტიამ კინზინგერი და ჩეინი კაპიტოლიუმის შტურმის გამოძიებისთვის გაკიცხა

AP Photo/J. Scott Applewhite

რესპუბლიკურმა პარტიამ ადამ კინზინგერსა და ლიზ ჩენს კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე კონგრესის გამოძიებაში ჩართვის გამო საყვედური გამოუცხადა. პარტიის მიერ მიღებული რეზოლუციის მიხედვით, ეროვნული კომიტეტი დაუყოვნებლივ წყვეტს კინზინგერისა და ჩეინის მხარდაჭერას, რადგან ისინი "ლეგიტიმურ პოლიტიკურ დისკურსში ჩართული რიგითი მოქალაქეების დევნაში დემოკრატიულ პარტიასთან ერთად მონაწილეობდნენ".

ჩეინმა და კინზინგერმა ხმა მისცეს ტრამპის იმპიჩმენტს თავდასხმის წაქეზების ბრალდებით და  შვიდ დემოკრატ  კოლეგასთან ერთად კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეს იძიებენ. კოლეგია იძიებს ვის ჰქონდა კავშირი კაპიტოლიუმზე შტურმის დაგეგმვასა და განხორციელებაში. 

ოფიციალური რეზოლუცია, რომლის თანახმადაც ჩეინმა და კინზინგერმა დააზიანა რესპუბლიკელთა ძალისხმევა კონგრესში უმრავლესობის დასაბრუნებლად, ღია კენჭისყრით რესპუბლიკური პარტიის ზამთრის შეხვედრაზე მიიღეს, სადაც 168 კონგრესმენი შეიკრიბა. იმ ჟურნალისტების თქმით, ვინც შეხვედრას ესწრებოდა, რეზოლუციას მხარი აბოლუტურმა უმრავლებამ დაუჭირა, მხოლოდ რამდენიმე რესპუბლიკელი დეპუტატი იყო მისი წინააღმდეგი. 

"ვაგრძელებთ ბრძოლას იმ პოლიტიკურ მატრიცასთან, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა".- აღნიშნა კინზინგერმა გადაწყვეტილების საპასუხოდ. 

სენატორმა ჩეინმა თავდასხმის ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ 6 იანვარს  "ლეგიტიმური პოლიტიკური დისკურსი" არ მიდიოდა. 

"ეს არის 6 იანვარი. ეს არ არის ლეგიტიმური პოლიტიკური დისკურსი". - წერს Twitter-ზე სენატორი.

"სირცხვილი იმ პარტიას, რომელიც კიცხავს ადამიანებს, რომლებიც მკაცრი კრიტიკით ჭეშმარიტებას ეძებენ". - რეზოლუციას სენატორი მიტ რომნიც გამოეხმაურა.

2021 წლის 6 იანვარს აშშ-ს კონგრესის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. პარალელურად თეთრ სახლთან დონალდ ტრამპის მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ არჩევნები გაყალბდა და ნამდვილი გამარჯვებული ტრამპი იყო. ტრამპმა თავის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა და რის შედეგად ისინი კაპიტოლიუმისკენ გაემართნენ და შენობაში შეიჭრნენ.

კაპიტოლიუმზე თავდასხმის დღეს რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ მიმდინარე ძალადობრივი სცენები,  წარმოადგენს არა პატრიოტიულ აქტს, არამედ თავდასხმას ქვეყანაზე და მის დამფუძნებელ პრინციპებზე.

კომენტარები