პოლიტიკური კრიზისი

მელია: ქვეყნის განვითარების ბორბალი უკუღმა ტრიალებს და ჩვენ გვინდა, რომ წაღმა დავატრიალოთ

"საზოგადოების ნაწილს თითქოს რაღაცნაირად გაუჯერდა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება უნდა იყოს პოლიტიზირებული, სასამართლო უნდა იყოს აუცილებლად მიკერძოებული და არაობიექტური. სინამდვილეში კი შეიძლება, რომ ეს ყველაფერი ასე არ იყოს. ამისთვის კი საჭიროა ცვლილებები, რისი მსურველიც ქვეყანაში უმრავლესობაა. 

მესმის, რომ არიან ადამიანები, ვინც ნიჰილისტურადაა განწყობილი და რწმენა აქვთ დაკარგული, რადგან მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გადარჩენისთვის უწევთ ბრძოლა. თუმცა არის ხალხი, ვისაც აქვს ბრძოლის ჟინი და სჯერა, რომ ცვლილებები გარდაუვალია. მათი განწყობა აუცილებლად აიყოლიებს დანარჩენებსაც. ჩვენი ენერგია და დრო უნდა მოხმარდეს ქვეყნის განვითარებასა და ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესებას. სამწუხაროდ, ამ ქვეყნის განვითარების ბორბალი უკუღმა ტრიალებს და ჩვენ გვინდა, რომ წაღმა დავატრიალოთ. საზოგადოებას უნდა შევთავაზოთ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსვლის კონკრეტული გზები. ნაციონალურ მოძრაობას უახლოეს მომავალში ჩვენს ამომრჩევლებთან და პოტენციურ ამომრჩევლებთან გვექნება საუბარი, როგორ უნდა დაიძლიოს სახელმწიფოში ყველანაირი სახის კრიზისი. დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას სჭირდება მუდმივი ბრძოლა.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოს ეზოში, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებამდე. 

კომენტარები