ლარის კურსი

ლარი დოლართან 1.07 თეთრით, ხოლო ევროსთან 2.08 თეთრით გამყარდა

CBW.ge

3 თებერვლის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0179 ლარია, ევროსი კი – 3.4042 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.07 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.08 თეთრით.

ლარი ასევე გამყარდა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით. ერთი თურქული ლირის ღირებულება 0.2221 ლარს შეადგენს, ერთი ფუნტის გაცვლითი კურსი კი - 4.0880 ლარია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 3 თებერვლიდან შევა.

კომენტარები