რუსეთი

რუსეთში მემორიალურ დაფაზე ქიმიკოს ლეგასოვის ნაცვლად ჩერნობილის მსახიობი გამოსახეს

Be Funky

რუსეთში, ტულის ოლქის დასახლებაში მდებარე პანსიონატის ერთ ერთი ნაკვეთი საბჭოთა ქიმიკოსის, ვალერი ლეგასოვის სახელს ატარებს.

პანსიონატის დამსვენებელმა შეამჩნია, რომ მემორიალურ დაფაზე, არა მეცნიერის, არამედ ინგლისელი მსახიობის, ჯარედ ჰარისის ფოტოა გადატანილი. საქმე იმაშია, რომ ჰარისი სერიალ ჩერნობილში ლეგასოვის როლს ასრულებს. პანსიონატის დირექტორის თქმით შეცდომა სარეკლამო სააგენტომ დაუშვა, რომელსაც მემორიალური დაფა დაუკვეთეს.

ვალერი ლეგასოვი საბჭოთა ქიმიკოსი და მეცნიერებათა აკადემიის წევრი იყო, რომელსაც ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარი ავარიის მიზეზების გამოძიება და შედეგების ლიკვიდაცია დაევალა. ჩერნობილის ტრაგედიიდან ორი წლის თავზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

ჯარედ ჰარისმა ლეგასოვის როლი HBO-ს გახმაურებულ სერიალში ჩერნობილი შეასრულა. როლისთვის მსახიობმა BAFTA-ს ჯილდო და ოქროს გლობუსის ნომინაცია მიიღო.

კომენტარები