დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ჯონსონი: მარტო უკრაინა არ იქნება რუსეთის გავლენის ქვეშ, ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვაზე

ვიღაცამ თქვა, საფრთხეს ხომ არ ვაზვიადებთ, აშშ და დიდი ბრიტანეთი ხომ არ ცდილობენ [მდგომარეობის გაბუქებას]. ეს არ არის სადაზვერვო სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომელსაც ვხედავთ. ეს არის აშკარა და არსებული საფრთხე. ვხედავთ დიდი რაოდენობით სამხედრო შენაერთებს, ვხედავთ მზადებას სხვადასხვა ოპერაციისთვის, რომლებიც შეესაბამება გარდაუვალ სამხედრო კამპანიას.

მიზეზი, რის გამოც ვფიქრობთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანია, დიდი ბრიტანეთმა შეასრულოს თავისი როლი დასავლეთის გაერთიანებაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უკრაინაა და ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგრამ საკითხი უფრო ფართოა, ვშიშობ, ეს ეხება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

ვფიქრობ, ეჭვგარეშეა რის მიღწევას ცდილობს პრეზიდენტი პუტინი უკრაინისთვის იარაღის დამიზნებით, უკრაინის დაშინებით. [ის ცდილობს] შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა იმაზე რაც შესანიშნავი იყო. როცა ახალგაზრდა ვიყავი, ბერლინის კედელი დაინგრა. ევროპაში გვქონდა დოქტრინა, რომ ნებისმიერი ქვეყანა თავისუფალი იყო აერჩია დამოუკიდებლობა, სუვერენული ბედი. ეს შესანიშნავი იყო. ახლა რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამ მიღწევას და შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა, შემოიღოს ახალი იალტა, შემოიღოს გავლენის ახალი სფეროები. მხოლოდ უკრაინა არ მოხვდება რუსეთის ახალ გავლენის სფეროში, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვაზე, სხვა ქვეყნებზე.

კრიტიკული მომენტია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის გვერდით დავდგეთ.

თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 

კომენტარები