უკრაინის დოქტრინულ დოკუმენტებში ხომ წერია, რომ ისინი აპირებენ ყირიმის დაბრუნებას, სამხედრო გზის გამოყენების ჩათვლით. არა ის, რასაც საზოგადოებისთვის ამბობენ, არამედ ის რაც დაწერილია. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა NATO-ს წევრია და გატენილია იარაღით, განთავსებულია თანამედროვე მოიერიშე სისტემები, როგორც პოლონეთსა და რუმინეთში, ვინ დაუშლის, და იწყებს ოპერაციას ყირიმში, დონბასზე აღარც ვლაპარაკობ. ეს (ყირიმი) არის რუსეთის სუვერენული ტერიტორია, ჩვენთვის ამ მხრივ საკითხი დახურულია. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა NATO-ს წევრი ქვეყანაა და იწყებს ამ სამხედრო ოპერაციას. ჩვენ რა, NATO-ს ბლოკს ვებრძოლოთ? ვინმეს ამაზე რამე მაინც უფიქრია? როგორც ჩანს, არა.
დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან
პუტინი: წარმოიდგინეთ, უკრაინა NATO-ს წევრია და ყირიმის დაბრუნება სცადა, NATO-ს ვებრძოლოთ?
tbl.ge/5uhs
დაკოპირდა
თქვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უნგრეთის პრეზიდენტ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთანვლადიმირ პუტინირუსეთირუსეთი-უკრაინაუკრაინა-რუსეთიანექსირებული ყირიმიოკუპირებული ყირიმიყირიმიNATONATO-რუსეთი
ამავე თემაზე
- სენატორი მარკო რუბიო: რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ახლა იჭრება
- ევროკავშირმა რუსეთის თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს სანქციები დაუწესა
- უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდი დაჰაკეს, საიტი არ მუშაობს
- ბლინკენი: აშშ-მ უტყუარად დაინახა რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე
- მედია: რუსეთმა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე საჰაერო სივრცე ჩაკეტა