ამინდის პროგნოზი

"შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო" – როგორი ამინდი იქნება 4 თებერვლამდე

INFO POSTALIONI

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4 თებერვლამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

სინოპტიკოსების ცნობით, უნალექო ამინდი იქნება თბილისშიც. მოსალოდნელია +13, +15 გრადუსი.

კომენტარები