NATO-საქართველო

სამხარაძე: საქართველო ბევრად უფრო წინაა NATO-ში გაწევრიანების გზაზე, ვიდრე უკრაინა

ერთია, რომ ერთიან კონტექსტში განვიხილებით, მეორე – აუცილებლად უნდა ითქვას, და ეს ყველამ იცის ისედაც, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის NATO-ში გაწევრიანების გზაზე, ვიდრე უკრაინა, იმიტომ, რომ ჩვენ ბევრად უფრო მეტი რეფორმა გვაქვს განხორციელებული და ბევრად უფრო თავსებადი ვართ ალიანსთან დღეს, ვიდრე უკრაინა. დაწყებული სამხედრო მოდერნიზაციით და დამთავრებული დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობით.

მე არ მინდა, რომ საზოგადოებას რაღაც ფუჭი მოლოდინები, კონკრეტიკა უშუალოდ გაწევრიანების ვადაზე და თარიღთან დაკავშირებით არ არის, თუმცა ჩვენი საუბრის ერთ-ერთი თემაც და მოთხოვნაც პარტნიორების მიმართ იყო ის, რომ ნელ-ნელა იქნებ გავაჩინოთ ეს ვადები, რომ ჩვენც ვიცოდეთ და ჩვენმა საზოგადოებამაც იცოდეს, როდის ველოდოთ ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას. პასუხი იყო, რომ ვიფიქროთ როგორ შეიძლება ამ ვადების გაწერა.

თქვა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ იმედის ეთერში.

კომენტარები