დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

საყვარელიძე: სამწუხაროდ, აშშ-ს უფრო სურს უკრაინაში ომის ხილვა, ვიდრე თავად პუტინს

მე არ მსმენია და არ მინახავს ისეთი რამ, როგორიც მიმდინარე სამარცხვინო და პანიკის გამავრცელებელი კამპანიაა უკრაინაში მოსალოდნელ ომზე. კამპანიას ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, აშშ და მთავარი მტერი, რუსეთი ერთად უძღვებიან. უპრეცედენტოა! ეპიკური შეცდომა და აშშ-ს ყველა ღირებულების ძირის გამოთხრაა. ბაიდენმა ფატალური შეცდომა დაუშვა ვაჭრობაში ჩართვითა და კრემლის პარანოიით შეპყრობილ მბრძანებელთან შეთანხმების დადებით. უფრო მეტიც, ბაიდენი პუტინს დაჰპირდა, რომ ძალას დაატანს უკრაინას მინსკი 2-ის შეთანხმების შესრულებისთვის ისე, როგორც ეს პუტინის ინტერპრეტაციაა. ეს უკრაინას ბოსნიად გარდაქმნის და წერტილს დაუსვამს მის დასავლურ/ტრანსატლანტიკურ მომავალს, წერტილს დაუსვამს მის დამოუკიდებლობას, რომელიც ბრძოლით, სისხლითა და ცრემლებით არის მოპოვებული.  ეს ჩვენი და, პირველ რიგში, ამერიკანიზმის ღალატია. 

ახლა ბაიდენი ჩიხშია და გულწრფელად არ შემიძლია ვთქვა, როგორ შეძლებს ადმინისტრაცია მისი პოლიტიკური სამარიდან გამოყვანას. იმედის ქონა, რომ რუსეთი საკუთარ მხარეს ჩინეთის საპირისპიროდ აირჩევს, ძალიან გულუბრყვილოა, თითქმის სულელურიც! 

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, როდესაც ვაანალიზებ, რომ ყველა ზემოთ თქმულის შემდეგ აშშ-ს, სამწუხაროდ, უფრო სურს უკრაინაში ომის ხილვა, ვიდრე თავად პუტინს. ეს მისთვის ახლა აბსოლუტურად არაპრაგმატულია. ბაიდენის ზარი ზელენსკისთან, რომ მზად იყოს, პუტინი რამდენიმე დღეში კიევს აიღებს, სასაცილოდ და საცოდავად გამოიყურება. 

წერს საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, დავით საყვარელიძე აშშ-ს თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებაზე, რომ ვლადიმირ პუტინს არ აქვს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, გამოიყენოს ძალები უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა, "მას ახლა ნათლად აქვს შესაძლებლობა"

კომენტარები