ქარელი

ქარელში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი გააუქმეს და თანხით ტატამის ყიდვა სურთ

ქარელში მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი გააუქმეს და თანხით ტატამის შეძენა სურთ. საკითხი საკრებულოს სხდომაზე, ოპოზიციის პროტესტის ფონზე განიხილეს.

"ის თანხა ტყუილად ხომ არ იდება, არა? შესაბამისად, მოიწერეს, რომ ტატამია შესაძენი და მიემართა ტატამის შესაძენად". - თქვა ქართული ოცნების წარმომადგენელმა სხდომაზე. მისივე თქმით, 23 000 ლარი ტატამის შეძენას მოხმარდება.  

ქარელის მერი, ზაზა გულიაშვილი კი ამბობს, რომ თანხა მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და "მუნიციპალიტეტი სადაც ჩათვლის საჭიროდ, იმ მიმართულებით წავა. პრობლემას ვერ ვხედავ". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, მარიამ ქელეხსაევის ინფორმაციით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში 6 ადამიანი მუშაობდა. 

"ქარელის მერიამ გადაწყვიტა, რომ გააუწმოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი. ჩემი კითხვა მდგომარეობა იმაში, რომ იქ დასაქმებული 6 ადამიანი რჩება უმუშევარი. ისედაც მიზერულ თანხებს იღებდნენ და ძალიან სამწუხაროა, რომ ელემენტარული თანხაც აღარ ექნებათ". - ამბობს მარიამ ქელეხსაევი. 

კომენტარები