ტეილორ სვიფტი

მთვრალი კაცი ტეილორ სვიფტის სახლს მანქანით დაეჯახა

Deadline

31 წლის ვირჯინიელი, მორგან მანკი ნიუ-იორკში მდებარე შენობას, რომელშიც ტეილორ სვიფტი ცხოვრობს მანქანით დაეჯახა, ადგილზე მისული პოლიციის ეკიპაჟის თქმით მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო.

სამართალდამცავების განმარტებით მანკი მანქანას არ ტოვებდა და ტეილორ სვიფტთან შეხვედრას ითხოვდა. 

მძღოლი შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით მანკი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის ბრალდებით დააპატიმრეს.

ამ ეტაპზე მომღერალს კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები