ლარის კურსი

ლარი დოლართან 1.16 თეთრით, ხოლო ევროსთან 3.04 თეთრით გამყარდა

ეროვნული ბანკი

28 იანვრის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0521 ლარია, ევროსი კი – 3.3994 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.16 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 3.04 თეთრით.

ლარი ასევე გამყარდა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით. ერთი თურქული ლირის ღირებულება 0.2240 ლარს შეადგენს, ერთი ფუნტის გაცვლითი კურსი კი -  4.0858 ლარია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 29 იანვრიდან შევა.

კომენტარები