ენერგეტიკა

სემეკ-მა თელასი 50 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ კომპანია თელასი 50 000 ლარიღ დააჯარიმა. სემეკ-ი დაჯარიმების მიზეზად სალიცენზიო პირობების დარღვევას ასახელებს, კერძოდ, მარეგულირებელმა კომისიამ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, თელასს დაავალა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, თუმცა, კომპანია მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა.

"27 იანვრის საჯარო სხდომაზე კომისიამ სს "თელასი" სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა.

საქმე ეხება კომპანიის მიერ სემეკის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას. კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს "თელასს" დაავალა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა.

სს "თელასს" განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე". - წერია სემეკ-ის განცხადებაში.

კომენტარები