ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

27 იანვრის ბოლოსთვის ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0637 ლარია, ევროსი კი – 3.4298 ლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.59 თეთრით გამყარდა. 

ლარი გამყარდა ევროს მიმართაც, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი დღის ბოლოსთვის 3.4298 ლარია, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4625 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა ევროს მიმართ 3.27 თეთრით გამყარდა.

ლარი ასევე გამყარდა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით. ერთი თურქული ლირის ღირებულება 0.2250 არს შეადგენს, ერთი ფუნტის გაცვლითი კურსი კი - 4.1133 ლარია.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 28 იანვრიდან შევა.

კომენტარები