საქართველოს საფეხბურთო ნაკრები

ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ინფორმაცია ფეხბურთელმა Instagram-ის პირად გვერდზე გაავრცელა.

"მე ვარ ამაყი, რომ ვიყავი საქათველოს ეროვნული ნაკრების წევრი 17 წლის განმავლობაში. რამდენად გამომივიდა, არვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მაქსიმუმს ვაკეთებდი, რომ ჩემი ქვეყნის წარმატებაში ჩემი წვლილი შემეტანა. მივიღე გადაწყვეტილება დავასრულო სანაკრებო კარიერა, წარმატებებს ვუსურვებ მთელ საქართველოს და ეროვნულ ნაკრებს, დარწმუნებული ვარ და მჯერა მათი წარმატების მომავალში". - წერს კანკავა.

ჯაბა საფეხბურთო კარიერა 2003 წელს თბილისის დინამოში დაიწყო. სხვადასხვა დროს საყრდენმა ნახევარმცველმა უკრაინულ დნიპროში და ფრანგულ რეიმსში ითამაშა. ფეხბურთელი ამჟამად სლოვაკური კლუბის სლოვანის ღირსებას იცავს. კანკავამ ეროვნულ ნაკრებში სულ 100 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა. ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით კანკავა, ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელ პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან ერთად პირველ ადგილს იყოფს.

კომენტარები