დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ნოდია: უკრაინაზე ჩვენმა ხელისუფლებამ დაიკავა ყველაზე არასწორი პოზიცია – თავის სილაში ჩარგვა

მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, მე მინდა ეს, იმიტომ, რომ მას ეს სჭირდება. იმიტომ, რომ ეს არის სწორი, მე ეს მინდა იმიტომ, რომ ეს არის მორალური და სამართლიანი პოზიცია, და მე მინდა ვიყო სწორი საკუთარ თავთან.

მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არის აუცილებელი საქართველოსთვის, საქართველოს უნდა ჰქონდეს ასეთი პოზიცია და არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს მორალურად სწორია, არამედ იმიტომ, რომ ეს საქართველოსთვის აუცილებელია.

ისტორიამ, ისტორიის ღმერთმა ისე ინება, რომ საქართველოს და უკრაინის ბედი არის ერთმანეთთან გადაბმული, საქართველოს და უკრაინის თავისუფლება ერთმანეთს გადაება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საქმე, პრობლემა არის იმაში, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიკავა ყველაზე არასწორი, ყველაზე სამარცხვინო პოზიცია, რომელიც შეიძლება არსებობდეს, ეს არის პოზიციის არქონა, ეს არის თავის სილაში ჩარგვა და ამას ამართლებს იმით და ბევრი მისი მომხრე რაღაც სიბრძნის გამოხატულებად აღიქვამს იმას, რომ როდესაც დიდი სახელმწიფოები ერთმანეთში იბრძვიან, პატარები სადღაც უნდა დაიმალონ და როდესაც ჩამთავრდება ომი, გამოვლენ და მერე კარგად იქნებიან.

ეს არის არამხოლოდ უზნეო პოზიცია, არამედ, არაგონივრული პოზიციაც, სწორედ იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი თავისუფლება, ჩვენი არსებობა, როგორც ერის და როგორც სახელმწიფოსი, დამოკიდებულია პირველ რიგში ჩვენს თავზე, ჩვენს სიმტკიცეზე, ერთობაზე, გონივრულობაზე, მაგრამ ამავე დროს, სოლიდარობაზე, მხარდაჭერაზე იმ ადამიანებისა, იმ საზოგადოებისა, რომელსაც თავისუფლება და სამართლიანობა უყვარს.

იმისთვის, რომ მართლა თავისუფლები ვიყოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფლების ღირსი, აღიარებული უნდა ვიყოთ თავისუფლების ღირსად, იმისთვის, რომ თავისუფლების ღირსი ვიყოთ, არ შეიძლება, დავიმალოთ იმ დროს, როცა ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ. ამიტომ, ის პოზიცია, რომელიც ვიღაცებს ბრძნული ჰგონიათ, სინამდვილეში არის სრულიად არაშორმსჭვრეტელური, ბრიყვული და ამავე დროს, უზნეო.

აუცილებელია, ჩვენ, როგორც ქართველებმა, მაქსიმალურად ღიად, თანიმდევრულად და ხმამაღლა გამოვუცხადოთ სოლიდარობა უკრაინას, გაუმარჯოს თავისუფლებისმოყვარე უკრაინელ ხალხს

პოლიტოლოგი გია ნოდია რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც ევროპული საქართველოს მიერ იყო ორგანიზებული.

კომენტარები