პოლიციელების ძალადობა

პროკურატურამ ზუგდიდში ქალზე ძალადობის ფაქტზე პოლიციელი დააკავა

პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდში ქალზე ძალადობის ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი გ.ბ დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 25 იანვარს პოლიციელმა მეგობარ ქალს, მ.თ.-ს პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა.

პროკურატურამ გ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო დღეს, 26 იანვარს დააკავა.

25 იანვარს დროას წევრმა, მარიამ სიჭინავამ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა  და დაწერა: "ზუგდიდი. ჩხოუშის სანაპირო. ფორმიანი პოლიციელი ფიზიკურად ძალადობს ქალზე".

კომენტარები