პოლიციელების ძალადობა

ზუგდიდში პოლიციელის მხრიდან ქალზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ ზუგდიდში პოლიციის თანამშრომელი ქალზე ძალადობს, გამოძიება ძალადობის, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში მოხდება დაზარალებულის გამოკითხვა, ასევე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება". – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

25 იანვარს დროას წევრმა, მარიამ სიჭინავამ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა  და დაწერა: "ზუგდიდი. ჩხოუშიის სანაპირო. ფორმიანი პოლიციელი ფიზიკურად ძალადობს ქალზე".

კომენტარები