პოლიციელების ძალადობა

მიქელაძე პოლიციელის ძალადობაზე: იმიტომ გაბედა, რომ შერჩათ ლუკა სირაძე, დემურ სტურუა

იმიტომ გაბედა, რომ მსხვერპლი მისთვის არაპრივილეგირებული იყო!

იმიტომ გაბედა, რომ იცის პასუხს სისტემა მაინც არ მოსთხოვს და მისნაირები სისტემაში რჩებიან!

იმიტომ გაბედა, რომ შერჩათ ლუკა სირაძე, დემურ სტურუა. შევარჩინეთ!

იმიტომ გაბედა, რომ პოლიციაში არაკვალიფიციური კადრები მომრავლდა და კარგად მახსოვს ეს უფრო დიდი მასშტაბით ღარიბაშვილის დროს მოხდა!

იმიტომ გაბედა, რომ შსს თავის პოლიციელებს დაბალ ხელფასზე, არაადამიანურ პირობებში ამუშავებს და არაადამიანებად ადვილად აქცევს!

იმიტომ გაბედა, რომ შსს მისი თანამშრომლების გადამზადებაზე და გაძლიერებაზე ცოტა რესურსს ხარჯავს და არც სათანადო პოლიტიკა აქვს!

იმიტომ გაბედა, რომ შსს არ აქვს პოლიციის შიგნით გაბატონებული იერარქიული და არაადამიანური კულტურის ცვლილების პოლიტიკა!

იმიტომ გაბედა, რომ შშმ პირები აღიარებული და პატივცემულები ჩვენს საზოგადოებაში არ არიან და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაც არის!

თუ დავაკვირდებით ვიდეოს ჩანს, რომ ეს ამბავი ესკალატორზე დაიწყო და შემდეგ მსხვერპლი შეიყვანეს სამუშაო ოთახში, სადაც სასტიკად სცემეს. პოლიციელს ჰქონდა საკმარისი დრო მიმხვდარიყო ვინ იყო მსხვერპლი და საკუთარი ძალაუფლება ყველაზე დაუცველი პირის მიმართ განზრახ ბოროტად და არაადამიანურად გამოიყენა.

ასე ეხმაურება სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC) იურისტი, თამთა მიქელაძე, პოლიციელის მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის ფაქტს.

კომენტარები