ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 24 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.31 თეთრით გამყარდა და ხვალინდელი კურსით, ერთი დოლარი 3.0763 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.0794 ლარი იყო. 

ევროსთან მიმართებით კი ლარი 1 თეთრით გამყარდა და გაცვლითმა კურსმა 3.4808 ლარი შეადგინა, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.4908 ლარი იყო.

ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, რომლის კურსიც 0.2287 ლარს შეადგენს და გამყარდა ფუნტთან, რომელიც 4.1515 ლარი ღირს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 25 იანვრიდან შევა.

კომენტარები