რუსეთი

რუსეთში ნათლისღების განბანვის დროს ქალი დაიღუპა [VIDEO]

რუსეთში, ლენინგრადის ოლქის გატჩინის რაიონში, მდინარე ორედეჟში ნათლისღების განბანვის დროს ქალი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა RIA ძალოვან სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"გატჩინის რაიონში ნათლისღების განბანვის დროს ქალი ყინულის ქვეშ დინებამ ჩაითრია. სხეულის ძებნა გრძელდება" – ციტირებს გამოცემა წყაროს.

მანამდე ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ქალი პირჯვრის გადაწერის შემდეგ ყინულჭრილში ხტება და წყალში უჩინარდება. ვიდეოში ისმის ბავშვების ყვირილი და ტირილი, ჩანს, რომ ქალის გადარჩენას იქვე მდგომი ადამიანები ცდილობენ.

კომენტარები