პრეზიდენტ სააკაშვილის სახელით დღის ბოლოს განცხადება გავრცელდება. მე კიდევ ერთხელ შემიძლია, შევახსენო საზოგადოებას, რომ საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინის ომბუდსმენებმა დაადგინეს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა და, შესაბამისად, მისი ამ პენიტენციურ სისტემაში დარჩენა არის ყოვლად დაუშვებელი. ის, რომ მის პირად ექიმს მისი მონახულების საშუალება არ ეძლევა, სერიოზული და საგანგაშო უფლებრივი დარღვევაა. სხვა უფლებრივი დარღვევა ასევე არის ის, რომ მის ადვოკატებს არ აქვთ კონფიდენციალურად გასაუბრების საშუალება, ასევე არ აქვს ზარების განხორციელების შესაძლებლობა და, რა თქმა უნდა, ამ უფლებრივ დარღვევებს ადგილი აქვს პირადად ივანიშვილის დავალებით, იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის პოლიტიკური ტყვე.
tbl.ge/5u1i
დაკოპირდა

ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
ამავე თემაზე
- საპატრიარქო: პატრიარქსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი მიხეილ სააკაშვილს არ ეხებოდა
- მეუფე ნიკოლოზი: პრემიერის პატრიარქთან შეხვედრის შედეგია სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა
- ღარიბაშვილი: ვინც კანონზე მაღლა დააყენა თავი, ნახეთ, როგორი ადგილი მივუჩინეთ – სააკაშვილსაც
- ზარქუა სააკაშვილზე: ტიპი რა დონის თავხედია – რომ მიმკურნალოთ, ჩემი პირობები შეასრულეთო
- "პასუხის მიღების შემდეგ, მზად ვარ, გადავიდე VIVAMED-ში" – მიხეილ სააკაშვილი 5 პირობას აქვეყნებს