აჭარა ჯგუფი

აჭარა ჯგუფმა SETANTA UKRAINE შეიძინა

Setanta Sports

აჭარა ჯგუფმა Setanta Ukraine შეიძინა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის მფლობელობაში არსებული Setanta Sports-ი უკვე მსოფლიოს 14 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი.

"კომპანია 2022 წლის გაზაფხულიდან, Setanta Ukraine-ის სატელევიზიო არხებთან ერთად, ევროპის სიდიდით მეორე ქვეყნის მომხმარებლებს ახალ მომსახურებას - OTT პლატფორმასაც შესთავაზებს", - წერია აჭარა ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Setanta Sports-ის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ფრუიძის თქმით, Setanta Ukraine-ის შეძენა კომპანიისთვის შესაძელებლობაა მიაღწიოს დასახულ ამბიციურ მიზნებს. 

"ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ, როგორც სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე, ასევე სამომავლო გეგმების სისტემატიზებაზე; ერთი რამ უპირობოდ ცხადია, რომ იქნება კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია და გაიზრდება ჩვენი ლიცენზიების პორტფოლიოც. დამატებით, უკრაინელ მომხმარებლებს შევთავაზებთ მეტ უნიკალურ მომსახურებას, რომელსაც მომავალში კიდევ განვავითარებთ.

ასევე, მომხმარებლებს მეტ კონტენტს შევთავაზებთ უკრაინულ ენაზე, რაც დაახლოებით 3 ათაზე მეტ სპორტულ ღონისძიებას მოიცავს; ამ გადაწყვეტილებით, ჩვენს მომხმარებლებს მრავალფეროვან არჩევანს ვთავაზობთ, რაც გასული წლიდანვე ჩვენი მთავარი ამოცანა იყო", - ამბობს გიორგი ფრუიძე.

Setantasports.com-ის გამომწერებს უკრაინაში წვდომა ექნებათ ინგლისის პრემიერ ლიგაზე, გერმანიის ბუნდესლიგაზე, შოტლანდიის პრემიერ ლიგაზე, ბელგიის იუპერლიგაზე, ინგლისის ჩემპიონშიფზე, ასევე ასოციაციისა და ლიგის თასების მატჩებზე, საკალათბურთო NBA-სა და ევროლიგაზე; მათ სეტანტა უკრაინა ასევე სთავაზობს Formula 1-ის, Nascar-ის ქალთა და მამაკაცთა საჩოგბურთო ტურნირების, UFC-ის, გოლფისა და ჰოკეის სპორტული ღონისძიებების ტრანსლაციებს.

კომენტარები