პოლიტიკური კრიზისი

დარჩიაშვილი: ჭრიალებს ოცნების გემი

პროკურატურის თანხმობა, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მისი გლდანში გადაყვანის სრულ კადრებს გაცნობოდნენ, დასავლეთიდან მზარდი ზეწოლის შედეგი მგონია. ჭრიალებს ოცნების გემი.

წერს ყოფილი დეპუტატი, დავით დარჩიაშვილი Facebook-ზე. პროკურატურისთვის მიმართვის შემდეგ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრებს გაეცნენ. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ატყუებენ ექსპრეზიდენტს, რომ გლდანში ანალიზების გამო მიიყვანეს. 

კომენტარები