მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: რომ შემეძლოს, შევუერთდებოდი საამაყო ინტელექტუალებისა და მოქალაქეების აქციას

რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი ჩვენი საამაყო ინტელექტუალებისა და უბრალოდ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან. რა უბედურებაში ვართ ჩაცვენილი.

ნიკა რურუა იყო კულტურის მინისტრი და მისი კარი ყოველთვის ღია იყო ყველაზე შეურიგებელი ოპონენტებისთვისაც კი.

მახსოვს, როგორ სტკენდა ხოლმე მას გულს უსამართლო კრიტიკა იგივე ბაგრატის თემაზე, მაგრამ მისი ერთადერთი პასუხი იყო ხოლმე დამატებითი არგუმენტების მობილიზაცია და დიალოგი, კიდევ მეტი დიალოგი.

წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე, სადაც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და კულტურის სფეროში შემავალი სხვა სამსახურებიდან თანამშრომლების გათავისუფლებას აპროტესტებენ. 

კომენტარები