ადელი

განადგურებული ვარ – აცრემლებული ადელი გადადებულ კონცერტებზე საუბრობს – [VIDEO]

ადელმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც კორონავირუსის გამო გადადებული კონცერტებზე ლაპარაკისას ცრემლები ვერ შეიკავა.

"ვწუხვარ, მაგრამ ჩემი შოუ მზად არ არის. ვეცადეთ დროულად გაგვეკეთებინა ყველაფერი, მაგრამ ჩემი გუნდის ნახევარს კოვიდი დაუდასტურდა, ასეთ პირობებში შეუძლებელია კონცერტის ჩატარება. ყველაფერს ვცდილობთ, იმისთვის, რომ უმოკლეს დროში, თქვენთვის საინტერესო შოუ გავმართოთ, განადგურებული ვარ. ვერ გიზიარებთ იმას, რაც მოგიმზადეთ, ბოდიში, რომ ბოლო წუთს გატყობინებთ, 30 საათია არ მიძინია, ვცდილობ ყველაფერი მოვაგვარო". – ამბობს ვიდეომიმართვაში მომღერალი.

მომღერალს კონცერტების სერია ლას-ვეგასის კაზინო Colosseum of Caesars უნდა ჩაეტარებინა. პირველი შოუ 21 იანვარს იყო ჩანიშნული, მაგრამ საორგანიზაციო ჯგუფში გაზრდილი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

 

კომენტარები