მიხეილ სააკაშვილი

კობახიძე სააკაშვილზე: თუ სადმე გაუჭირდება მას ყოფნა ფსიქოლოგიურად, ესაა მონასტერი

სადაც იხდიან სხვა პატიმრები სასჯელს, იქ უნდა მოიხადოს მიხეილ სააკაშვილმაც სასჯელი და თუ სადმე გაუჭირდება მას ყოფნა ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, თან მოუნანიებელი დანაშაული.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. ცნობისთვის, კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტ, მეუფე ნიკოლოზის ინიციატივით, ის მზადაა ეპარქიაში მიხეილ სააკაშვილისთვის სივრცე გამოყოს, რათა ექსპრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს.

კომენტარები