აშშ-რუსეთი

ბაიდენი: თუ რუსეთი ევროპას ენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს, მოიჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის

ვლადიმირ პუტინი და ჯო ბაიდენი. ჟენევა, 16 ივნისი 2020.
Mikhail Metzel/Tass/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანახმად, რუსეთს ევროპისთვის ენერგიის მიწოდების შეწყვეტა ძვირი დაუჯდება, რადგან ამ ენერგიის რეალიზაციით ქვეყნის ეკონომიკის 45% ივსება.

"ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ რუსეთი აკონტროლებს ევროპისთვის ენერგიის მიწოდებას, თანხა, რომელსაც ისინი ამით იღებენ რუსეთის ეკონომიკის 45%-ს შეადგენს, მე ამას ცალმხრივად არ ვუყურებ, თუ მიწოდებას შეწყვეტენ, იმ ტოტს მოჭრიან, რომელზეც სხედან". - ამბობს ბაიდენი.

ბაიდენის თქმით, მიუხედვად იმისა, რომ რუსეთს უკრაინასთან მილიტარისტული უპირატესობა აქვს, მას ქვეყანაში შეჭრა ძვირი დაუჯდება.

"მე და პუტინს ერთამენთის გაგება არ გვიჭირს, პირისპირ საუბრებისას მე ხაზი გავუსვი იმას, რომ პუტინს აქამდეც დაუპყრია სხვა ქვეყნები, თუმცა ამის ფასი იყო ძალიან დიდი. რამდენი ხნით? შეგიძლია შეხვიდე და დიდი ეკონომიკური ზარალის ხარჯზე დაიპყრო უკრაინა, თუმცა რამდენი წლით? 

მართალია, რუსეთს უკრაინასთან შედარებით მილიტარისტული უპირატესობა აქვს, მაგრამ უკრაინაში შეჭრა მათ ძვირი დაუჯდებათ როგორც მოკლევადიან, ასევე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში". - თქვა ბაიდენმა.

 

კომენტარები