კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ხან PCR-იც ვერ იჭერს ვირუსს, რადგან შეიძლება, ჩხირი ცხვირში უბრალოდ მოუცაცუნეს

ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი სწრაფი ტესტითაა გამოვლენილი, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, როდის კეთდება სწრაფი ტესტი. თუ ადამიანი უსიმპტომოა, კი ბატონო, სწრაფი ტესტი ნაკლებად ეფექტიანია, ამიტომ, თუ სიმპტომები გამომჟღავნდება, იმ წუთში ნუ გავიქცევით, გადავიდეთ თვითიზოლაციაში, მაქსიმალურად მოვერიდოთ ოჯახის წევრებს და სიმპტომების გაჩენიდან მე-2 მე-3 დღეს, სწრაფი ტესტი მშვენივრად იჭერს. 

ისე, რომ გითხრათ, ხანდახან პისიარიც ვერ იჭერს - ამას ბევრი მიზეზი აქვს, მაგალითად, უბრალოდ, შეიძლება ნიმუშის ამღებმა ჩხირი ცხვირში მოუცაცუნოს, ის ღრმად უნდა შევიდეს, ჩხირი ცხვირ-ხახაში უნდა გადავიდეს უკან, ესაა მასალის კარგი აღება და ამასაც აქვს მნიშვნელობა

NCDC-ის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები