ქართული ოცნება

კობახიძე: თანდათან ყველა ეგუება აზრს, რომ სააკაშვილს მოუწევს სასჯელის მოხდა

მე მგონია, რომ აბსოლუტურად არარეალურია ყველა მსგავსი ინიციატივა, ზოგი საუბრობს უკრაინაში გაშვებაზე, სხვა ქვეყანაში გაშვებაზე, შინაპატიმრობა და ა.შ. მთლიანობაში, მე მგონია, რომ არარეალურია საუბარი ამ ყველაფერზე და არა მგონია, რომ ასეთი განცხადებები სხვა დონიდან [[ატრიარქის მხრიდან] გაკეთდეს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე მგონია, რომ თანდათანობით ყველა ეგუება უკვე იმ აზრს, რომ მას მოუწევს მოთვლილი სასჯელის მოხდა, მას აქვს შეფარდებული კონკრეტული სასჯელი და, რა თქმა უნდა, უნდა მოიხადოს. თან, ეს სასჯელი არაფერია იმასთან შედარებით, რაც მას თავის დროზე აქვს დაშავებული

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში, კუმორდოს, კარისა და ახალქალაქის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ის მზადაა, ეპარქიაში მიხეილ სააკაშვილისთვის სივრცე გამოყოს, რათა ექსპრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს. 

კომენტარები