იტალიის სენატი

იტალიის სენატის Zoom-ის შეხვედრა Final Fantasy-ის პორნოს გაშვების გამო შეწყდა

იტალიის სენატის Zoom-ის შეხვედრა, რომელსაც პოლიტიკოსები, აკადემიკოსები და ნობელის პრემიის მფლობელი ესწრებოდა, Final Fantasy-ის პერსონაჟების მონაწილეობით პორნო-ვიდეოს გაშვებამ შეაფერხა.

ვიდეო-თამაშ Final Fantasy VII-ის პერსონაჟის, ტიფა ლოქჰარტის 3D პორნოს ჩართვიდან მომხსენებელს რამდენიმე წამი დასჭირდა გასარკვევად თუ რა ხდებოდა, შემდეგ კი ორგანიზატორებმა იმ ადამიანის გაგდება სცადეს, ვინც Zoom-ის შეხვედრაზე პორნო ჩართო.

"აქ არის ადამიანი, რომელიც შეხვედრაზე შემოიპარა, ბოდიშს ვითხოვ. გთხოთ, მის გაგდებაში დამეხმაროთ". - ასე შეეცადა სიტუაციის განმუხტვას ერთ-ერთი ორგანიზატორი.

შეხვედრას ესწრებოდნენ პოლიტიკოსები იტალიის 5-ვარსკვლავიანი მოძრაობიდან, ფიზიკოსები, ეკონომიკოსები, სოციოლოგები და აკადემიკოსი ჯორჯო პარისი, რომელმაც ნობელის პრემია ფიზიკაში 2021 წელს მოიგო. 

სენატორ მარია ლაურა მანტოვანის თქმით, ინციდენტის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად ონლაინ სივრცეში გადანაცვლებამ და მათ შორის, შეხვედრების ონლაინ ჩატარებამ აქტუალური გახადა ე.წ. Zoom bombing-ი - რაც გულისხმობს იმას, რომ დაუპატიჟებელი ადამიანი ვირტუალურ ღონისძიებაზე შეღწევას ახერხებს და მის ჩაშლას პორნოს გაზიარებითა თუ სხვა ხერხებით ცდილობს. 

კომენტარები