ჯენა ჯეიმსონი

ექიმები ჯენა ჯეიმსონის დიაგნოზს ვერ ადგენენ, პორნომსახიობი საავადმყოფოში რჩება

Fox News

რამდენიმე კვირის წინ ყოფილი პორნომსახიობი და მოდელი ჯენა ჯეიმსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაპირველი დიაგნოზი გიენ-ბარეს სინდრომი იყო. მსახიობის მეგობარი კაცის თქმით განმეორებითი ტესტების შემდეგ იშვიათი დაავადება არ დადასტურდა. ამ ეტაპზე ექიმებმა ზუსტად არ იციან რა სჭირს ჯეიმსონს.

"სიახლეს გაგიზიარებთ. ჯენა კვლავ საავადმყოფოში რჩება. განმეორებითი ტესტების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გიენ-ბარეს სინდრომი არ აქვს. ის საავადმყოფოში რჩება. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისა და სიყვარულისთვის". – წერს ჯეიმსონის მეგობარი კაცი.

საავადმყოფოში ჯეიმსონი კიდურების ნაწილობრივი პარალიზებით გადაიყვანეს. პორნომსახიობმა სოციალურ ქსელში მალევე ვიდეო გამოაქვეყნა:

"მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ექიმების თქმით გიენ-ბარეს სინდრომი მაქვს, მკურნალობა დაწყებული მაქვს. საავადმყოფოში ვარ და მკურნალობის დასრულებამდე აქ დავრჩები. იმედი მაქვს აქაურობას მალე დავტოვებ". – წერს ჯეიმსონი ვიდეოს აღწერაში.

ჯენა ჯეიმსონი პორნომსახიობი, მოდელი, სატელევიზიო ვარსკვლავი და ბიზნესვუმენია. 2000-იანი წლების დასაწყისში იყო ყველაზე პოპულარული პორნომსახიობი, ჯეიმსონის ზედმეტსახელია პორნოს დედოფალი. მიღებული აქვს პორნოს ოსკარად წოდებული AVN Awards-ის 5 ჯილდო. სატელევიზიო არხ Playboy TV-ზე ჰქონდა საკუთარი შოუ Jenna's American Sex Star. 2004 წელს ჯეიმსონის ავტობიოგრაფიული წიგნი New-York Times-ის ბესტსელერების სიაში მოხვდა. 2013 წლიდან მუშაობს ვებ მოდელად.

კომენტარები