თაკო ჩარკვიანი

ჩარკვიანი: დაიდგას დიდი მონიტორი რუსთაველზე, შესულმა დეპუტაციამ მხარდამჭერებს ვაჩვენოთ ომი

მე ვთქვი ჩემი გეგმა - ერთი დიდი მონიტორი გარეთ დაიდგას, ნაციონალური მოძრაობის პარტიის გასაგონად ვამბობ, რუსთაველზე დაიდგას - ამის უფლება ჩვენ გვაქვს. რუსთაველზე - არ გამოგონილა სხვა ცენტრი, საიდანაც შეაწუხებ გახრწნილ ხელისუფლებას. იქ ზის პარლამენტი და იქ უნდა წუხდებოდეს. თორე ძალიან მაგარმა ვაჟკაცებმა იშიმშილეს აეროპორტის გზაზე - კაცმა თავი გადადო და იშიმშილა. ის [ხელისუფლება] არ წუხდება, იმიტომ რომ აღვირახსნილია.დევნილის ფულს რომ კაცი შეჭამს, ის არის აღვირახსნილი. იმას შენ აეროპორტის გზაზე, იშიმშილებ თუ არა ფეხებზე ჰკიდია. 

აი, გამოსული ვარ წყობიდან, ხალხო. გაგიჟებული ვარ ამათი ყოფით. 40 წელია რას ვითმენთ, ვიღაცა მუქთახორებს ვითმენთ. რა ხდება აქ? - ვერ გავიგე საერთოდ.

გარეთ მომხრეები დიდი მონიტორით და დეპუტაცია, ვინც ვართ - აი, ისინი შესულები. ომს და ბრძოლას უნდა აჩვენებდე იმ მონიტორზე გარეთ - როგორ გყავს აყუდებული კორუფციონერი მინისტრები და როგორ ეუბნები რა აქვს მოპარული.

ამბობს კანონი და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი TV პირველთან ეთერში. 

კომენტარები