კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: შემთხვევების ნახევარზე მეტი ომიკრონია – 1 200-დან ჰოსპიტალიზაცია 14-ს დასჭირდა

ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონით ინფიცირების 1 200-ზე მეტი შემთხვევა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ 1 200 ადამიანია ინფიცირებული, ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. ცირკულაციაში ითვლება, რომ არის უკვე ნახევარზე მეტი, სავარაუდოდ. აქედან უმეტესობა თბილისში. დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 14-ს, რაც დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ ომიკრონით ინფიცირებულთა დიდი ნაწილი იყო ვაქცინირებული, ჰქონდათ ასევე ბუსტერ დოზაც გაკეთებული, ამდენად ვაქცინაციის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი ხსნის ამ ფაქტს.

თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

კომენტარები