ფეხბურთი

გარი ნევილი ლეიბორისტული პარტიის წევრი გახდა

The Mirror

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მცველი, გარი ნევილი ინგლისის ლეიბორისტული პარტიის წევრი გახდა.

ნევილი მოქმედ მთავრობასა და პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს პოლიტიკაში წასვლამდეც ხშირად აკრიტიკებდა.

"ბორის ჯონსონს პატიოსნება აკლია, ის მუდმივად გვატყუებს. თუმცა, პრობლემა მხოლოდ ეს არ არის, ზოგადად, ის ლიდერობის ყველაზე ცუდ სტილს გვთავაზობს". – ამ სიტყვებით გააკრიტიკა ნევილმა ჯონსონი.

დაუდასტურებული ინფორმაციის თანახმად 2024 წელს გარი ნევილი შესაძლოა მანჩესტერის მერობის კანდიდატი გახდეს.

გარი ნევილი ინგლისელი ფეხბურთელია. 1992-2011 წლებში ნევილი მანჩესტერ იუნაიტედის ღირსებას იცავდა. 1995-2007 წლებში იყო ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრი.

კომენტარები