მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: დავავადდი მძიმე დაავადებით, მკურნალობა საქართველოში უკვე შეუძლებელია

ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი ჩემი მკვლელობა. სამწუხაროდ, იმ მოპყრობის შედეგად, რომელიც მე მივიღე, დავავადდი მძიმე ნევროლოგიური დაავადებით, რომელიც, როგორც ხედავთ, გონებას არ მიბინდავს, მაგრამ ბევრ სხვა ცხოვრებისეულ ფუნქციაში ხელს მიშლის და მკურნალობა, სამწუხაროდ, უკვე საქართველოში არის შეუძლებელი. ეს არის რეალობა. 

იმის დასადასტურებლად, რომ საქართველოში [მკურნალობა] არის შეუძლებელი, რამდენიმე წამყვანი მსოფლიოს სპეციალისტი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და უკვე მე-4 კვირაა, ვერ იღებს ნებართვას, თუმცა ნებისმიერ ქვეყანაში, ყველაზე დიქტატურულშიც, ამ ექიმებს შეუშვებდნენ.

ამბობს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე საუბრისას.

კომენტარები