ვარსკვლავური წყვილი

ჯეისონ მომოა და ლიზა ბონეტი დაშორდნენ

Eonline

მსახიობები ჯეისონ მომოა და ლიზა ბონეტი, 17-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. წყვილმა ინსტაგრამზე ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.

"ყველანი ვგრძნობთ წნეხსა და ცვლილებებს, რომლებიც ამ რთულ დროებას ახლავს. გიზიარებთ ახალ ამბავს ჩვენი ოჯახის შესახებ და გატყობინებთ, რომ ქორწინებას ვასრულებთ. ჩვენი სიყვარული აგრძელებს არსებობას, ერთმანეთი გავათავისუფლეთ, რათა უკეთ შევისწავლოთ საკუთარი თავები". – წერია პოსტში.

წყვილმა ურთიერთობა 2005 წელს დაიწყო. 2007 წელს მომოასა და ბონეტს პირველი შვილი შეეძინათ. 2008 წელს მსახიობები მეორედ გახდნენ მშობლები. წყვილი 2017 წელს დაქორწინდა. 

ლიზა ბონეტისთვის ეს მეორე ქორწინება იყო. 1987 წელს მსახიობი ცნობილ როკ მომღერალზე, ლენი კრავიცზე დაქორწინდა. წყვილს ერთი წლის შემდეგ ქალიშვილი, მომავალში ასევე მსახიობი ზოი კრავიცი შეეძინა.

კომენტარები